მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი 6.6 მილიონ დოლარად გაიყიდა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი 6.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი, რომლითაც ლეგენდარული გერმანელი 2002 წლის ჩემპიონატში გამოდიოდა, აუქციონზე გაიყიდა. ვაჭრობა აბუ დაბიში გაიმართა და „ფერარის“ სარბოლო მანქანა უცნობმა 6.6 მილიონ დოლარად შეიძინა.

Ferrari F2002-ის ავტომობილით მიხაელ შუმახერმა მოიგო სან მარინოს, ავსტრიისა და საფრანგეთის ეტაპები. სულ იმ სეზონში გერმანელმა 17 რბოლაში 11 გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ სამი კვირის წინ, სწორედ ეს ბოლიდი გამოსცადა ტრასაზე მიხაელის ვაჟმა მიკ შუმახერმა, რომელიც ფორმულა 2-ში გამოდის.