მიხაელ შუმახერის მეუღლე - დიდი საქმეები პატარა ნაბიჯებით იწყება
მიხაელ შუმახერის მეუღლე - დიდი საქმეები პატარა ნაბიჯებით იწყება

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მეუღლემ კორინამ ქალაქ კერპენში ლეგენდარული პილოტის ფანკლუბი მოინახულა  და თავისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იშვიათი კომენტარი გააკეთა.

„დიდ საქმეები იწყება პატარა ნაბიჯებით. ბევრი პატარა ელემენტისგან შეიძლება შეიკრას დიდი მოზაიკა. ერთად თქვენ ძლიერები ხართ – როგორიც არის მოძრაობა KeepFighting. ის აერთიანებს ადამიანების ძალისხმევას და ეხმარება მათ იმედის შენარჩუნებაში“, – მიმართა გულშემატკივრებს კორინამ.

KeepFightingMichael – ასეთი სახელწოდებით ჩაუშვა ახალი ვებგვერდი შუმახერის ფანკლუბმა. ეს ვებგვერდი ეძღვნება ლეგენდარულ პილოტს და ახსენებს მთელს მსოფლიოს გერმანელი ავტომრბოლის მემკვიდრეობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს ექვსი წელი შეუსრულდება დრამატულ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ფრანგულ ალპებში. თხილამურებით სრიალისას მიხაელ შუმახერმა თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, პუბლიკის წინაშე არ გამოჩენილა.