მიხაელ შუმახერის მდგომარეობა ნელი ტემპით უმჯობესდება
მიხაელ შუმახერის მდგომარეობა ნელი ტემპით უმჯობესდება

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინე კემმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პირველად ისაუბრა ლეგენდარული გერმანელი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კემის თქმით, შუმახერის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ძალიან ნელი ტემპით.

„ისედაც არავისთვისაა საიდუმლო, როგორ მდგომარეობაში იმყოფება ის სათხილამურო ტრასაზე დაცემის შემდეგ. რეალურად, პროგრესი არის, მაგრამ დადებითი პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

შუმახერი ყოველთვის პრინციპული იყო ჟურნალისტებთან ურთიერთობაში: მედიის არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონია მისი ტელეფონის ნომერი და არც ერთი ფოტოგრაფი არ უვარდებოდა სახლში. დღესაც ასე ვმოქმედებთ”, – განაცხადა კემმა L’Equipe-თან კომენტარში.

მიხაელ შუმახერმა 2013 წლის დეკემბერში, საფრანგეთის ერთ-ერთი კურორტზე სამთო თხილამურებით სრიალისას თავის ქალის ტრავმა მიიღო.