მიხაელ შუმახერის ძმისშვილი ფორმულა 3-ის პილოტი გახდა
მიხაელ შუმახერის ძმისშვილი ფორმულა 3-ის პილოტი გახდა

გერმანელი პილოტი დავიდ შუმახერი 2020 წლის სეზონში ფორმულა 3-ის სერიაში იასპარეზებს. ის „ჩარუზ რეისინგის“ გუნდის წევრი იქნება.

აქამდე, პილოტი გამოდიოდა ფორმულა 4-ში, ფორმულა 3-ის ევროპულ სერიაში, გასული სეზონის ბოლოს კი ფორმულა 3-ის ორ რბოლაში მიიღო მონაწილეობა.

18 წლის დავიდ შუმახერი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ლეგენდარული გერმანელის მიხაელ შუმახერის ძმისშვილია. მისი მამაა – ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი რალფ შუმახერი.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 2-ში გამოდის მიხაელ შუმახერის ვაჟი – მიკ შუმახერი. ორი წლის წინ, ის ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა.

„ჩარუზ რეისინგის“ კიდევ ერთი წევრი იქნება ნიკო კარი.