მიხაელ შუმახერის ბოლიდი 4.9 მილიონ დოლარად იყიდება #1TVSPORT
მიხაელ შუმახერის ბოლიდი 4.9 მილიონ დოლარად იყიდება #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ბოლიდი გასაყიდად გამოიტანეს, – ამის შესახებ Wtf1 იტყობინება.

Ferrari F300-ის საწყისი ფასი იქნება 4.9 მილიონი დოლარი.

ამ ბოლიდით შუმახერმა 1998 წელს უნგრეთის გრანპრი მოიგო. ასევე ამ მანქანით ის სეზონის დასკვნით რბოლაში გამოდიოდა – იაპონიის გრანპრიზე, სადაც მიკა ჰაკინენთან დამარცხდა.

აქამდე ყველაზე ძვირად გაყიდულა შუმახერის ბოლიდი – Ferrari F2002, რომელშიც 2019 წელს 6.6 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

მიხაელ შუმახერმა 2013 წელს, სამთო თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე საიდუმლოდ რჩება.