მიხაელ შუმახერი მხოლოდ თვალებით ურთიერთობს
მიხაელ შუმახერი მხოლოდ თვალებით ურთიერთობს

ფრანგული საჯინიბო “რენოს” ყოფილი შეფის ფლავიო ბრიატორეს ყოფილმა მეუღლემ, ტელეწამყვანმა ელიზაბეტა გრეგორაჩიმ ილაპარაკა ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მდგომარეობაზე.

„ის არ ლაპარაკობს, მხოლოდ თვალებით აქვს ურთიერთობა ადამიანებთან. მასთან მხოლოდ სამ ადამიანს უშვებენ, მხოლოდ მათ შეუძლიათ შუმახერის ნახვა. ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. ისინი ესპანეთში გადასახლდნენ. მისმა მეუღლემ სახლი ჰოსპიტლად გადააქცია. მანქანა, რომელიც იმართება თვალების მოძრაობით – ეს არის ურთიერთობის ერთადერთი ხერხი. მხოლოდ ასე შეიძლება გაიგო – გონზეა თუ არა მიხაელი. შეუძლია თუ არა მიხაელს ლაპარაკი? სულ ცოტა, შეიძლება ითქვას, რომ არ შეუძლია“, – მოჰყავს გრეგორაჩის სიტყვები Sportmediaset-ს.

მიხაელ შუმახერმა თავის მძიმე ტრავმა 2013 წლის დეკემბერში, სამთო თხილამურებით სრიალისას მიიღო. სხვადასხვა წყარო იტყობინება, რომ შუმახერი გონებაზეა და რეაბილიტაციას საკუთარ სახლში გადის. ინციდენტის შემდეგ, ის ერთხელაც არ გამოჩენილა პუბლიკის წინაშე.