მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გავლენიან პიროვნებად აღიარეს
მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გავლენიან პიროვნებად აღიარეს

გერმანელი ავტომრბოლი მიხაელ შუმახერი ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარეს ფორმულა 1-ის ისტორიაში. შესაბამისი გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის სარბოლო სერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარდა.

ფინალში შუმახერმა დაამარცხა ფორმულა 1-ის ყოფილი შეფი ბერნი ექლსტოუნი: გერმანელმა ხმების 61 პროცენტი მიიღო.

შუმახერი შვიდჯერ იყო ფორმულა 1-ის ჩემპიონი და ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. მან ასევე ყველაზე მეტი გრანპრი (91) მოიგო, ყველაზე მეტჯერ ავიდა პოდიუმზე (155), ყველაზე მეტი ეტაპი მოიგო ერთ სეზონში (13) და ყველაზე მეტი სწრაფი წრე (77) შეასრულა.

დატოვე კომენტარი