მიკელ არტეტას კარლოს სოლერის „არსენალში“ გადმოყვანა სურს
მიკელ არტეტას კარლოს სოლერის „არსენალში“ გადმოყვანა სურს

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა 23 წლის კარლოს სოლერით დაინტერესდა და მისი გუნდში გადმოყვანა სურს, – იუწყება Sky Sports.

სოლერი „ვალენსიაში“ თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ დასაყრდენ ძალას წარმოადგენს. მან ესპანეთის ჩემპიონატში 105, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა.

კარლოს სოლერის კონტრაქტი „ვალენსიასთან“ 2023 წლამდეა ძალაში, შესაბამისად ესპანელები ფეხბურთელს ადვილად არ დათმობენ და „არსენალს“ სოლიდური თანხის შეთავაზება მოუწევს.