მიკელ არტეტას „არსენალის“ მწვრთნელობის მაღალი შანსი აქვს
მიკელ არტეტას „არსენალის“ მწვრთნელობის მაღალი შანსი აქვს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტმა მიკელ არტეტამ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ლონდონის „არსენალი“ ჩაიბაროს.

წყაროს ცნობით, ოთხშაბათს, 37 წლის სპეციალისტი მოლაპარაკებების გადამწყვეტ რაუნდს გამართავს „არსენალის“ დირექტორთან ჯოშ კრონკესთან, რომელიც ლონდონური კლუბის მფლობელის სტენ კრონკეს ვაჟია. სწორედ ამ შეხვედრის შედეგების მიხედვით უნდა მიიღოს არტეტამ საბოლოო გადაწყვეტილება. აღნიშნავენ, რომ „სიტიდან“ მისი წასვლის შემთხვევაში, „არსენალს“ მოუწევს მანჩესტერული კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა.

შეგახსენებთ, რომ არტეტა თამაშობდა „არსენალში“ 2011-16 წლებში. სწორედ ამ გუნდში დაასრულა მან ფეხბურთელის კარიერა.