მიკელ არტეტა შეიძლება „არსენალიდან“ გაუშვან, თუ გუნდი პრემიერლიგას ვერ მოიგებს #1TVSPORT
„არსენალის“ ხელმძღვანელობამ ხისტი გადაწყვეტილება მიიღო მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას მომავალზე. ლონდონური კლუბი მზად არის, გამოეთხოვოს ესპანელ სპეციალისტს, თუ გუნდი ვერ შეძლებს ამ სეზონში პრემიერლიგის ტიტულის მოგებას. ინტერნეტგამოცემა Give me Sport-ის ინფორმაციით, „არსენალს“ ამგვარი ულტიმატუმი გამართლებულად მიაჩნია. შემადგენლობის, რესურსისა და სატურნირო ცხრილში მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით, ნებისმიერი შედეგი, გარდა ტიტულისა, მიუღებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ „არსენალი“ პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა, მიმდინარე შედეგები მცირე შეშფოთებას იწვევს ხელმძღვანელობაში – გუნდმა ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო, რამაც გააძლიერა ზეწოლა ლიდერზე.