მიკელ არტეტა: მე ორი-სამი განსხვავებული სცენარი მაქვს
მიკელ არტეტა: მე ორი-სამი განსხვავებული სცენარი მაქვს

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პრემიერილიგის დარჩენილ სეზონში კლუბის გეგმებზე ისაუბრა.

„მე ორი-სამი განსხვავებული სცენარი მაქვს, – ციტირებს არტეტას სიტყვებს Sky Sports. – ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ ვიცით წესები, განრიგი, ვიცით, როდის გაიხსნება სასტრანსფერო ფანჯარა. ბევრი რამ არის, რისი წინასწარ გათვლა შეგვიძლია.

თავიდანვე ბევრი სირთულე შეგვხვდა. გვყავდა ცხრა ტრამვირებული მოთამაშე, იყო სხვა პრობლემებიც. კავშირი გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და კლუბს შორის არ იყო სათანადო დონეზე. თუმცა, მოვახერხეთ მიყოლებით მოგვეგო ოთხი მატჩი და პოზიტიურ განწყობაზე დავდექით“, – ამბობს ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი.

„არსენალი“ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

დატოვე კომენტარი