მიკელ არტეტა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

20:25, 23.03.2020

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

12 მარტს, არტეტამ დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე, რის შემდეგაც, მთელი ლონდონური კლუბი წავიდა 14-დღიან კარანტინში. „არსენალი“ უახლოეს სამშაბათს უნდა დაბრუნებოდა ვარჯიშებს, მაგრამ ორშაბათს, კლუბმა გაურკვეველი ვადით გააგრძელა იზოლაციის რეჟიმი.

„დღეს მე ყველაფერი კარგად მაქვს, ვგრძნობ, რომ უკვე გამოვჯანმრთელდი. სამი-ოთხი დღეა ყველა სიმპტომმა გამიარა. ახლა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“, – მოჰყავს 37 წლის არტეტას სიტყვები გაზეთ Evening Standard-ს.

მსგავსი