მიკელ არტეტა - ბუკაიო საკას მდგომარეობით შეშფოთებულები ვართ #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში „კრისტალ პალასთან“ ლონდონის „არსენალის“ ლიდერმა, ბუკაიო საკამ ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი პირველ ტაიმში ექიმების დახმარებით დატოვა.
პირველი ინფორმაციით, ტრავმა მძიმეა და ინგლისელი ფეხბურთელი მოედანზე გასვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ზუსტი ცნობა, სავარაუდოდ, ხვალ, 23 დეკემბერს გახდება ცნობილი.
საკუთარი ფეხბურთელის დაზიანებასთან დაკავშირებით კომენტარი „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა მიკელ არტეტამ გააკეთა.
„საჭიროა გამოკვლევა. მისი მდგომარეობით შეშფთოვებულები ვართ, მას დაზიანება ბარძაყის კუნთზე აქვს“, – განაცხადა არტეტამ.
ლონდონის „არსენალი“ ამ მომენტისთვის პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა. ბუკაიო საკას ანგარიშზე კი ხუთი გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.