მიკელ არტეტა „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
მიკელ არტეტა „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად მიკელ არტეტას დანიშვნის შესახებ. ხელშეკრულება სამწლინახევრით გაფორმდა, საწვრთნელი შტაბის სრული შემადგენლობა კი მოგვიანებით გამოცხადდება.

ასე რომ, ესპანელი „არსენალში“ ფრედრიკ იუნგბერგს შეცვლის, რომელიც მთავარი მწვრთნელი მოვალეობას ასრულებდა უნაი ემერის გადაყენების შემდეგ.

37 წლის არტეტა სამი სეზონის განმავლობაში „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო.

„ეს უდიდესი პატივია. „არსენალი“ – ერთ-ერთი უმსხვილესი კლუბია მსოფლიოში. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მთავარი ტიტულებისთვის და ეს მკაფიოდ იყო გაცხადებული გუნდის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამისთვის საჭიროა დიდი სამუშაოს გაწევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებთ. მესმის, რომ ეს რამდენიმე საათში არ მოხდება, მაგრამ დღევანდელ შემადგენლობაში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და აკადემიიდანაც გამოდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები“, – თქვა არტეტამ დანიშვნის შემდეგ.

მიკელ არტეტა „არსენალში“ 2011-16 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო ინგლისის თასი.