მიკელ არტეტა „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად 20 დეკემბერს დაინიშნება

23:26, 19.12.2019

მიკელ არტეტას „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად პარასკევს, 20 დეკემბერს დაასახელებენ, იტყობინება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) და ამატებს, რომ ესპანელი უკვე დაემშვიდობა „მანჩესტერ სიტის“, სადაც აქამდე ხოსეპ გვარდიოლას თანაშეწედ მუშაობდა.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ლონდონური გუნდი „სიტის“ საკმაოდ დიდ კომპენსაციას გადაუხდის, უფრო კონკრეტულად კი საუბარია შვიდნიშნა რიცხვზე.

შაბათს, 21 დეკემბერს, „არსენალი“ ბოლო შეხვედრას გამართავს დროებითი მწვრთნელის, შვედი ფრედი ლიუნგბერგის მეთაურობით („ევერტონთან“ სტუმრად), არტეტა კი ამ თამაშს თვალს ტრიბუნებიდან მიადევნებს.

მსგავსი