მიკელ არტეტა „არსენალის“ ხელმძღვანელებს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას თხოვს #1TVSPORT
მიკელ არტეტა „არსენალის“ ხელმძღვანელებს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას თხოვს #1TVSPORT

მიკელ არტეტა ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელებს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას თხოვს, – ინფორმაციას გამოცემა sportskeeda ავრცელებს.

პორტალის ცნობით, ხვიჩასთვის „ჩელსი“ და „ნიუკასლი“ იბრძოდნენ, ახლა კი სატრანსფერო რბოლაში ლონდონის „არსენალიც“ ერთვება. კლუბის ხელმძღვანელებმა „ნაპოლის“, შესაძლოა, 100 მილიონი ევრო შესთავაზონ.

sportskeeda იმასაც წერს, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც იჩენს. „სამეფო კლუბში“ თამაში ქართველი ფეხბურთელის სურვილიცაა, თუმცა ფლორენტინო პერესი მხოლოდ კილიან მბაპეს ტრანსფერზეა ორიენტირებული.

მიკელ არტეტა თვლის, რომ ახალგაზრდა ქართველი შემტევის ტრანსფერი „არსენალისთვის“ წარმატების მომტანი იქნება. უნარები, რომელიც კვარაცხელიამ სერია A-ში თავის პირველ სეზონში გამოავლინა, ლონდონური გუნდის ესპანელი მწვრთნელისთვის აღმაფრთოვანებელია.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონში 34 მატჩი ჩაატარა. ქართველმა 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. 33-წლიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა „ნაპოლის“ პირველი „სკუდეტოს“ მოგებაში დაეხმარა. მიკელ არტეტას სურვილია, ქართველი ბუკაიო საკასა და გაბრიელ ჟეზუსთან ერთად ათამაშოს.