ამერიკელ სამთო მოთხილამურე მიკაელა შიფრინს, რომელმაც სენსაციურად წააგო სამთო თხილამურების სლალომი, ნოროვირუსის სიმპტომები აქვს.
შიფრინმა ორი დღის წინ, ოქრო მოიპოვა გიგანტურ სლალომში.
„თავს საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი, კინაღამ გული ამერია. არ მინდა ვიფიქრო, როს ეს ვირუსია, რადგან ეს იქნებოდა ჩემი მარცხის სულელური გამართლება“, – განუცხადა სააგენტო France Press-ს შიფრინმა.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, შიფრინმა უარი თქვა სუპერიგიგანტში ასპარეზობაზე, რომელიც შაბათს დილით, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე