მიკაელა შიფრინმა სეზონში პირველი ეტაპი მოიგო
მიკაელა შიფრინმა სეზონში პირველი ეტაპი მოიგო

ქალებს შორის სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი გაიმართა, რომელსაც ფინეთის კურორტმა ლევიმ უმასპინძლა. შედგა სეზონში სპეციალური სლალომის პირველი სტარტი და ის ფავორიტმა, ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა მოიგო.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლიდერობა პირველი ცდის შემდეგ მოიპოვა, მეორე დაშვებაზე მხოლოდ მესამე დრო აჩვენა, მაგრამ ორი ცდის ჯამში მისი უპირატესობა უახლოეს მდევართან, სლოვაკ პეტრა ვლჰოვასთან ნახევარ წამზე მეტი იყო.

მეორე ადგილზე ვლჰოვა გავიდა, მესამეზე ავსტრიელი ბერნადეტ შილდი, რომელმაც მეორე ცდაზე საუკეთესო დრო აჩვენა და მე-12 ადგილიდან მესამეზე გადავიდა.

ეს შიფრინისთვის სეზონში მეორე პოდიუმია. ცოლდენში პირველ ეტაპზე მან მესამე ადგილი გიგანტურ სლალომში დაიკავა.

ამერიკელი 160 ქულით საერთო ჩათვლას ლიდერობს. 100 ქულით მეორეა ფრანგი ტესა ვორლი, 81 ქულით მესამე – შვეიცარიელი ვენდი ჰოდენერი.

სლალომი. ქალები:

1. მიკაელა შიფრინი (აშშ) – 1.32,61 (45,06 + 47,55)
2. პეტრა ვლჰოვა (სლოვაკეთი) – 1.33,19 (45,65 + 47,54)
3. ბერნადეტ შილდი (ავსტრია) – 1.33,40 (46,49 + 46,91)