მიკაელა შიფრინი სწრაფდაშვებას გამოტოვებს
მიკაელა შიფრინი სწრაფდაშვებას გამოტოვებს

ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ მიკაელა შიფრინმა გადაწყვიტა, ​სწრაფდაშვების სტარტი გამოტოვოს და მთელი ყურადღება კომბინაციაზე გადაიტანოს.

სწრაფდაშვებაში ტურნირი 21 თებერვალს გაიმართება, კომბინაცია – 22 თებერვალს.

ამერიკელმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ კომბინაციის სტარტი, 23-ის ნაცვლად, 22 თებერვალს გადაიტანეს.

ოლიმპიადამდე შიფრინი ამბობდა, რომ ​პიონჩანგში ყველა დისციპლინაში გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი.

ამერიკელმა 2018 წლის ოლიმპიადაზე მოიგო გიგანტური სლალომი, მეოთხეზე გავიდა სლალომში და შემდეგ აღარ მიიღო მონაწილეობა სუპერგიგანტში.

„მინდოდა სწრაფდაშვებაში გამოსვლა, მაგრამ განრიგის შეცვლის გამო, ჩემთვის მნიშვნელოვანია, კონცენტრაცია კომბინაციაზე გავაკეთო“, – განუცხადა სააგენტო AP-ს შიფრინმა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე