მიკა გოდტსი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ და „აიაქსმა“ ბელგიელი მიკა გოდტსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის თქმით, „აიაქსი“ პარიზული კლუბისგან ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს მიიღებს.
ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დოკუმენტები გაცვლილი არ არის, თუმცა ვერბალურად ყველა დეტალი მოგვარებულია. გოდტსის ტრანსფერი, სავარაუდოდ, მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს.
21 წლის შემტევი „აიაქსს“ 2023 წელს შეუერთდა, ის „ანდერლეხტისა“ და „გენკის“ აკადემიის აღზრდილია. გასულ სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით მან 17 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
🚨🔴🔵 BREAKING: Paris Saint-Germain reach verbal agreement with Ajax for Mika Godts, here we go! 💣
Package worth €55m verbally agreed after new official bid sent by PSG.
Documents yet to be exchanged but verbal pact in place.
Exclusive story from July, confirmed. 🇧🇪 pic.twitter.com/FVLEGeppX9
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 14, 2026