მიკ შუმახერმა პირველი რბოლა მოიგო „ფორმულა 2“-ში
მიკ შუმახერმა პირველი რბოლა მოიგო „ფორმულა 2“-ში

ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკ შუმახერმა პირველი გამარჯვება მოიპოვა „ფორმულა 2“-ში. ახალგაზრდა გერმანელმა უნგრეთის გრანპრის მეორე რბოლაში მიღწია წარმატებას.

20 წლის შუმახერმა პოულიდან აიღო სტარტი. პირველ მოსახვევში მას შეუტია მეორე ადგილზე მყოფმა ნობუჰარუ მაცუშიტამ, მაგრამ გერმანელმა შეინარჩუნა პირველი ადგილი. ამის შემდეგ, უმცროს შუმახერს პრობლემა არ შექმნია და მან შეძლო სეზონზე პირველი გამარჯვების მოპოვება.

უნგრეთის ეტაპის შემდეგ, მიკ შუმახერს 45 ქულა დაუგროვდა და მე-11 ადგილზეა საერთო ჩათვლაში.

შემდეგი ეტაპი 31 აგვისტოს ბელგიაში გაიმართება.