მიკ შუმახერმა მამის საჩემპიონო ბოლიდი მოსინჯა (ვიდეო)

19:18, 13.09.2020

გერმანელმა პილოტმა მიკ შუმახერმა ტოსკანას გრანპრის დროს სადემოსტრაციო რბოლებში მიიღო მონაწილეობა.

ლეგენდარული მიხაელ შუმახერის 21 წლის ვაჟი Ferrari F2004-ის საჭეს მიუჯდა. ეს არის ბოლიდი, რომლითაც მისმა მამამ თავისი ბოლო საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. სადემონსტრაციო რბოლა „მუჯელოს“ ტრასაზე ფორმულა 2-ის ეტაპის შემდეგ გაიმართა, რომელშიც მიკი მეოთხე მივიდა ფინიშთან.

„ყოველთვის ვოცნებობდი ამ მანქანის პილოტირებაზე. ჩემთვის ეს უდიდესი პატივია. მადლობა „ფერარის“ ამ შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა მიკმა.

„სკუდერია“ ამ უქმეებზე თავის საიუბილეო მე-1000 გრანპრის მართავს ფორმულა 1-ში.

მიკ შუმახერი „ფერარის“ სარბოლო აკადემიის წევრია. ამ სეზონში ის ფორმულა 2-ში გამოდის და ამ სერიაში საერთო ჩათვლის ლიდერია.

მსგავსი