მიკ შუმახერი - მამაჩემი საუკეთესო იყო, სასიამოვნოა, როცა მას მადარებენ
მიკ შუმახერი - მამაჩემი საუკეთესო იყო, სასიამოვნოა, როცა მას მადარებენ

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკმა ბრიტანულ გაზეთ Daily Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა მამასთან ერთად კარტინგში ვარჯიშებზე და უფროს შუმახერთან შედარებაზე. 19 წლის გერმანელმა აღიარა, რომ მამამისმა მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რათა ვაჟის სარბოლო თვისებები განევითარებინა.

„მამა მეკითხებოდა – მინდოდა თუ არა ამ საქმეს პროფესიულ დონეზე გავყოლოდი თუ უბრალოდ, ეს ყველაფერი გასართობად მჭირდებოდა.რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ მსურდა ავტოსპორტი ჩემს პროფესიად მექცია. ყოველთვის მინდა საკუთარი თავი საუკეთესოებს შევადარო, მამაჩემი კი საუკეთესოა. ის ჩემი კერპია და მახარებს, როცა მას მადარებენ. მე და მამა ბევრს ვვარჯიშობდით იმისთვის, რომ უფრო სწრაფი გავმხდარიყავი. დავდიოდით ტრასაზე მაშინაც კი, როცა ის დაკეტილი იყო. და გვაძლევდნენ რამდენიმე წრის გავლის უფლებას. ეს საუკეთესო დრო იყო“, – განაცხადა მიკ შუმახერმა.

მიკ შუმახერი წელს ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა.

2013 წლის 29 დეკემბერს, მიხაელ შუმახერმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო თხილამურებით სრიალისას და დღემდე აღდგენით კურსს გადის. ავტოსპორტის ლეგენდამ ნახევარი წელი კომაში გაატარა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ერთხელაც არ გამოჩენილა პუბლიკის წინაშე.

დატოვე კომენტარი