მიკ შუმახერი - მამაჩემი ისევ ყველა დროის საუკეთესო პილოტია
მიკ შუმახერი - მამაჩემი ისევ ყველა დროის საუკეთესო პილოტია

ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა – 20 წლის მიკ შუმახერმა განაცხადა, რომ ავტოსპორტში ყველა დროის საუკეთესო პილოტად კვლავინდებურად საკუთარ მამას მიიჩნევს.

„ის საუკეთესო პილოტია ისტორიაში. ასე იქნება ყოველთვის. ის საუკეთესოა, რადგან სწორედ მან მიაღწია პირველმა ასეთ სიმაღლეებს. მიხაელი ყოველთვის იქნება ჩემთვის გმირი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაჩემია. კიდევ იმიტომ, რომ ის – ჩვენი სპორტის ლეგენდაა.

დაბადების დღიდან ყოველთვის ვხედავდი მამას ბოლიდის საჭესთან. ამიტომაც ვერ წარმომედგინა სხვანარიად საკუთარი კარიერა. მე მიყვარს რბოლა, მიყვარს ეს სპორტი და მიყვარს გამარჯვება“, – თქვა მიკმა.