მიკ შუმახერი ფერარის ბოლიდს გამოცდის
მიკ შუმახერი ფერარის ბოლიდს გამოცდის

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი ბაჰრეინის ტრასაზე ტესტებში მიიღებს მონაწილეობას. გერმანელი ორი გუნდის – ფერარისა და ალფა რომეოს ბოლიდების საჭეს მიუჯდება.

20 წლის მიკი 2 აპრილს, ფერარის მანქანას გატესტავს, მომდევნო დღეს კი ალფა რომეოს ახალი ავტომობილით ცდის ძალებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მიკი ფორმულა 1-ის თანამედროვე ბოლიდის პილოტირებას შეძლებს.

„მართლაც მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან დიდი გამოცდილება იქნება“, – მოჰყავს უმცროსი შუმახერის სიტყვები ფერარის პრესსამსახურს. – „მაგრამ, ახლა შეგნებულად არ ვფიქრობ ტესტებზე, რადგან ველოდები ჩემს პირველ რბოლას ფორმულა 2-ში და მინდა უახლოეს უქმეებზე სწორედ ამაზე ვიყო 100 პროცენტით კონცენტრირებული“.

ტესტები ბაჰრეინის გრანპრის შემდეგ გაიმართება. ეს იქნება ფერარის ისტორიაში 999-ე ეტაპი.