მიკ შუმახერი ჩემპიონთა რბოლაში სებასტიან ფეტელთან ერთად გამოვა
მიკ შუმახერი ჩემპიონთა რბოლაში სებასტიან ფეტელთან ერთად გამოვა

2019 წლის 19-20 იანვარს, მეხიკოში ყოველწლიური საავტომობილო შოუ – ჩემპიონთა რბოლა გაიმართება.

პირველად ამ რბოლაში მონაწილეობას ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟი, ევროპული ფორმულა 3-ის ჩემპიონი მიკ შუმახერი მიიღებს. ის ინდივიდუალურ ჩათვლაში გამოვა, აგრეთვე, გუნდურ პირველობაზე გერმანიის ნაკრებში „ფერარის“ პილოტთან სებასტიან ფეტელთან ერთად იასპარეზებს.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან ველოდები 2019 წლის ჩემპიონთა რბოლას. გამოვალ გერმანიის ნაკრებში სებასტიან ფეტელთან ერთად. მოუთმენლად ველი ამ მომენტს. ტიტულის მოპოვების იმედი მაქვს“, – განაცხადა უმცროსმა შუმახერმა.

მიხაელ შუმახერი და სებასტიან ფეტელი 2007-12 წლებში ჩემპიონთა როლაში გუნდურ პირველობას ზედიზედ იგებდნენ.