მიკ მაკარტი მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს - ბოლო დროს საქართველოს ნაკრები გაიზარდა
მიკ მაკარტი მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს - ბოლო დროს საქართველოს ნაკრები გაიზარდა

„ბოლო დროს საქართველოს ნაკრები გაიზარდა და და კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მათ თამაშებს ვუყურე და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ რთული შეხვედრა გევლის, მართალია, პირველ ტურში შვეიცარიასთან წააგეს, მაგრამ პირველ ტაიმში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა ჩვენ საკუთარ სტადიონზე ვთამაშობთ და ვალდებულები ვართ, რონ ეს შეხვედრაც მოვიგოთ“, – განაცხადა საქართველოსთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მიკ მაკარტიმ.

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებთან ხვალინდელ შეხვედრას უმნიშვნელოვანესს უწოდებს – „ევროშესარჩევის პირველ ტურში გასვლაზე გიბრალტართან ურთულეს ბრძოლაში მოვიგეთ, მაგრამ თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი. ეს დღე უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ საქართველოსთან მოგებაზე ვიფიქროთ. წარმატება 6 ქულას და ჯგუფის ლიდერობას მოგვიტანს“.

ირლანდიის ნაკრები საქართველოს 26 მარტს „ავივა სტადიონზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 23:45 საათიდან შემოგთავაზებთ.