მიგრანტთა ჯგუფს, რომელმაც აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა ძალის გამოყენებით სცადა, მექსიკა ქვეყნიდან გააძევებს
მიგრანტთა ჯგუფს, რომელმაც აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა ძალის გამოყენებით სცადა, მექსიკა ქვეყნიდან გააძევებს

მიგრანტების ჯგუფს, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთა ძალის გამოყენებით სცადა, მექსიკა ქვეყნიდან გააძევებს.

500-მდე მიგრანტმა მექსიკის ქალაქ ტიხუანასთან აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა უკანონოდ სცადა. აშშ-ის სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტების ჯგუფის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიგრანტების ქმედებამ სამართლებრივი ჩარჩო დაარღვია, რომელიც შესაძლოა, „სერიოზულ ინციდენტში“ გადაზრდილიყო.

მექსიკის ქალაქ ტიხუანაში დაძაბულობა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ათასობით მიგრანტის ჩასვლის შემდეგ დაიძაბა. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის საშიშროება შეიქმნება, აშშ-მა მექსიკასთან საზღვარი შესაძლოა, სრულად ჩაკეტოს. დონალდ ტრამპის ბრძანებით, სასაზღვრო ზონაში 5 800 სამხედრო გაგზავნეს.