მიგრანტების მიერ ესპანური ექსკლავ მელილიას შტურმის მცდელობისას 18 ადამიანი დაიღუპა
მიგრანტების მიერ ესპანური ექსკლავ მელილიას შტურმის მცდელობისას 18 ადამიანი დაიღუპა

მიგრანტების მიერ ესპანური ექსკლავ მელილიას შტურმის მცდელობისას 18 ადამიანი დაიღუპა.​ „ბიბისის“ ცნობით, 2 000-მდე აფრიკელი მიგრანტი შეეცადა მაროკოსა და ესპანური ექსკლავის, მელილიას საზღვარი გადაეკვეთა. შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა.

ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, მომხდარის შედეგად დაახლოებით 130-მა მიგრანტმა მოახერხა მელილიას ტერიტრიაზე უკანონოდ შესვლა. თვითმხილველების ცნობით, შტურმის მონაწილეები „ორგანიზებულები და აგრესიულები“ იყვნენ.

ესპანეთის მესაზღვრეებთან ერთად მიგრანტების შეჩერებას ცდილობდნენ მაროკოელებიც.

როგორც მაროკოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მიგრანტების ნაწილი ღობიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, 140 სამართალდამცველი და 70 მიგრანტია.

სეუტა და მალილია ესპანური ექსკლავებია, რომლებზეც გადის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირსა და აფრიკას შორის.