მიჩიგანის არჩეული სენატორი აბდულ ელ-საიედი იმ 11 დემოკრატ კონგრესმენს აკრიტიკებს, რომლებიც პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის საკითხის წინ წაწევის მიზნით გამართულ კენჭისყრას არ დაესწრნენ
მიჩიგანის შტატის არჩეული სენატორი აბდულ ელ-საიედი იმ 11 დემოკრატ კონგრესმენს აკრიტიკებს, რომლებიც პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის საკითხის წინ წაწევის მიზნით გამართულ კენჭისყრას არ დაესწრნენ.
„სიენენის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეტყოდა იმ კონგრესმენებს, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ელ-საიედმა უპასუხა: „უნდა გამოცხადდეთ და თქვენი საქმე შეასრულოთ“.
ელ-საიედმა მიმართა თავად პიტ ჰეგსეტსაც და განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანი საკუთარ მოვალეობებს ვერ ასრულებს და თანამდებობა უნდა დატოვოს.
„წარმოიდგინეთ, ახლა პიტ ჰეგსეტის ადგილას რომ იყოთ. პიტ, რატომ აგრძელებთ ამ თანამდებობაზე მუშაობას? ამ საქმეს ძალიან ცუდად ართმევთ თავს. თქვენს პასუხისმგებლობებს ვერ ასრულებთ. ეს ომი არასწორად წარმართეთ და რეალურად არავინ იცის, საერთოდ რას ცდილობთ. უბრალოდ, გადადექით. ყველას საქმე გაუმარტივეთ, იმის ნაცვლად, რომ საბოლოოდ თანამდებობიდან გაგათავისუფლონ, რადგან აშკარაა, რომ სწორედ ეს გელოდებათ“, – განაცხადა ელ-საიედმა.