მიანმარში აქციების დროს გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
მიანმარში აქციების დროს გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

მიანმარში საპროტესტო გამოსვლების დროს გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე და ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში, სადაც პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. კიდევ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა სამართალდამცველების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ქალაქ იანგონში, მსხვერპლია მიანმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებაშიც.

უფლებადამცველების მონაცემებით, მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს 70-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოაწყო და ქვეყნის სამოქალაქო ლიდერები დააპატიმრა, მათ შორის ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი.