მიანმარელმა ჯოშუა ვანმა UFC-ს უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა #1TVSPORT
ლოს ანჯელესში გამართულ UFC 331-ზე მიანმარელმა ჯოშუა ვანმა ორგანიზაციის უმსუბუქესი (56კგ) წონის ქამრის დაცვა ყოფილ ჩემპიონ ალექსანდრე პანტოჟასთან წარმატებით მოახერხა.
ვანისა და პანტოჟას ბრძოლა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა, ორივე მებრძოლი აქტიურობდა, ხოლო მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად 24 წლის მიანმარელს მიანიჭეს.
ვანისთვის ეს ტიტულის მეორე დაცვა იყო. მან ქამარი სწორედ პანტოჟასთან დაპირისპირებაში მოიპოვა, ხოლო შემდეგ ტაცურო ტაირასთან შეინარჩუნა.
ამავე ღონისძიებაზე სომეხმა არმან ცარუკიანმა მსუბუქ წონაში (70კგ) ბრაზილიელი მაურისიო რუფი ნოკაუტით დაამარცხა.