მღვდელი და ექიმი - საქართველოს ნაკრების წარმატების საიდუმლო | ბუდაპეშტი 2018
მღვდელი და ექიმი - საქართველოს ნაკრების წარმატების საიდუმლო | ბუდაპეშტი 2018

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა ქართველ მოჭიდავეებს სტატია მიუძღვნა –

თუკი სხვა ქვეყნებში ყველა ბავშვს ფეხბურთელობა სურს, საქართველოში ჭიდაობა ნომერი პირველი არჩევნია. ათლეტების პროფესიონალურ დონეზე განვითარება საქართველოში მხოლოდ 2004 წელს დაიწყო, მაგრამ ამ 14 წელში ქართველი მოჭიდავეები ისე განვითარდნენ, რომ ახლა, ბუდაპეშტში, ქართული ოჯახის მარშს ვადევნებთ თვალს. მოჭიდავეების უპირველესი მხარდამჭერები ექიმი და მღვდელი არიან.

ქართული გუნდის ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, გასაკვირი არაა, რომ საქართველო ჭიდაობაში ასეთი წარმატებულია.

„ეს სპორტი ჩვენთვის უძველესი ტრადიციაა და ქართულ გენეტიკურ კოდშია! პროფესიონალმა მოჭიდავეებმა საქართველოში დიდი პატივისცემა დაიმსახურეს და მათ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. მთელი ერი მხარს უმაგრებს სპორტსმენებს და მათ ოჯახებს.“ – განაცხადა კახაბრიშვილმა.

მათ ეს მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ, რადგან ხშირად, სამშობლოს თვეების მანძილზე ტოვებენ, რათა მსოფლიოში საუკეთესონი გახდნენ.

„ჩვენ უკვე თვეები გზაშია ვართ და შესაძლოა შინ შობისთვის დავბრუნდეთ. მაგრამ ჭიდაობა ჩვენი ცხოვრების აზრია და აქ ერთმანეთისთვის ვართ.“ – ამბობს საქართველოს ნაკრების ექიმი.

ყველა ამჩნევს, რომ ქართველები გუნდურად მუშაობენ. არა მარტო მწვრთნელები, არამედ ექიმი და მღვდელიც, რაც ნათელს ხდის იმას, თუ რამდენად ძლიერი ბმაა თანაგუნდელებს შორის. როდესაც ვიკითხეთ, თუ რატომ დაჰყვებათ მღვდელი ყველა ტურნირზე, მარტივი განმარტება თავად მან  მოგვცა – „ეს ჩემი ვალდებულებაა, აქ მათ მხარდასაჭერად ვარ. ჩემი აზრით, მე მათ ოჯახებს წარმოავდგენ.“

საქართველოს ნაკრებმა ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.

 

წყარო – budapestwrestling2018.com