მევლუთ ჩავუშოღლუ - „ზანგეზურის დერეფანი“ სამხრეთ კავკასიაში ვითარების ნორმალიზებისთვის უმნიშვნელოვანესია
მევლუთ ჩავუშოღლუ - „ზანგეზურის დერეფანი“ სამხრეთ კავკასიაში ვითარების ნორმალიზებისთვის უმნიშვნელოვანესია

მთიანი ყარაბაღის რეგიონის მეორე ომის შემდეგ „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებით სატრანსპორტო კავშირების დამყარების შესაძლებლობები გაიხსნა; ეს დერეფანი სამხრეთ კავკასიაში ვითარების ნორმალიზებისთვის უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარებულ კონფერენციაზე სახელწოდებით „ცენტრალური და სამხრეთ აზია: რეგიონული ურთიერთკავშირი, შესაძლებლობები და გამოწვევები“ განაცხადა.

ჩავუშოღლუმ „აბრეშუმის გზის“ მონაკვეთზე მდებარე ქვეყნებს მოუწოდა, გადადგან ნაბიჯები თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მათ შორის განვითარებული სატრანსპორტო დერეფნების შექმნის მიზნით.

„თურქეთის რესპუბლიკა სამმხრივი დიალოგის მექანიზმების შექმნით ცდილობს რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას ავღანეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და პაკისტანის მონაწილეობით. ე.წ. თურქული საბჭო ასევე გახდა პერსპექტიული მოდელი რეგიონული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.