მევლუთ ჩავუშოღლუ - ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის
მევლუთ ჩავუშოღლუ - ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა.

„ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა. უკრაინული მხარე მზადაა. ერთმანეთში სერიოზული მოლაპარაკებები გრძელდება ტექნიკურ და სხვა საკითხებზე“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.