მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით აშშ-ის მოთხოვნებს არ მიიღებს
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით აშშ-ის მოთხოვნებს არ მიიღებს

რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“-თან დაკავშირებით თურქეთი აშშ-ის მოთხოვნებს არ მიიღებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ქვეყანას საჰაერო სივრცის სრულად დაცვა სჭირდება და რუსული სარაკეტო სისტემის შეძენა ეროვნული საქმეა.

თურქეთში რუსული „ეს-400“-ის განთავსება მომდევნო თვიდან იგეგმება. ვაშინგტონში ამბობენ, რომ თურქეთში რუსული თავდაცვის სისტემის განთავსების შემთხვევაში, ანკარას შესაძლოა, სამხედრო თვითმფრინავ „ეფ-35“-ის მფრინავების მომზადების პროგრამა შეეზღუდოს. აშშ-ის ხელისუფლებაში სანქციებსაც არ გამორიცხავენ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ასევე გაამახვილა სირიაში თურქული სადამკვირვებლო პუნქტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე და აღნიშნა, რომ ანკარა თავისი სამხედროების შეურაცხყოფას არ შეეგუება, რუსეთმა და ირანმა კი სირიის არმიის თავდასხმები უნდა შეაჩერონ.