მეტოქის სიახლეები - ლატვიის ნაკრებში ბაიერნის ფეხბურთელი მიიწვიეს
მეტოქის სიახლეები - ლატვიის ნაკრებში ბაიერნის ფეხბურთელი მიიწვიეს

გერმანელი ნახევარმცველი დანიელ ონტუჟანსი, რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ გუნდში ვარჯიშობს, შესაძლოა, ლატვიის ნაკრებს დაეხმაროს – ეს ბალტიისპირული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკსუ პაატელაინენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დანიელი ონტუჟანსი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ლატვიას დაეხმაროს. ის „ბაიერნის“ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მისი მოწვევა მინდა. მისი მიწვევა ივნისში მსურდა, მაგრამ მაშინ ის ტრავმირებული იყო, ახლა მთლიანად განიკურნა და ფიქრობ, რომ უახლოეს შეხვედრებში გამოვიძახო. საინტერესო მოთამაშე მეგულება ინგლისშიც. რაც უფრო მეტ ასეთ ფეხბურთელს ვიპოვით, მით უკეთესი.“ – ამბობს მიკსუ პაატელაინენი.

ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი იანის მეზეცკისი ფეხბურთელის მამას ზაფხულში შეხვდა, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილი ლატვიის ნაკრებში სათამაშოდ მზადაა. თუმცა ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ონტუჟანსი გერმანიის ეროვნულ გუნდში მოხვედრას იმედოვნებდა. დანიელ ონტუჟანსიგერმანიის 16-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ლატვიის ასაკობრივ ნაკრებებში კი არასოდეს უთამაშია.

ლატვიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა ორშაბათიდან ერთა ლიგის მატჩებითვის დაიწყო მზადება – გუნდი 13 ოქტომბერს ყაზახეთს უმასპინძლებს, ხოლო მომდევნო სამშაბათს – საქართველოს.

დატოვე კომენტარი