მეტოქის ბანაკში - ბელარუსმა შემადგენლობა დაასახელა
მეტოქის ბანაკში - ბელარუსმა შემადგენლობა დაასახელა

ბელარუსის ეროვნული ნაკრების 6 სექტემბერს ესტონეთს ევრო2020-ის შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდება, ხოლო 9 სექტემბერს, კარდიფში, უელსის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად ესტუმრება.

ბელარუსის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ მარხელმა ამ თამაშებზე შერჩეული მოთამაშეების გაფართოებული სია გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

მეკარეები: ალექსანდრე გუტორი (დინამო ბრესტი), ანდრეი კლიმოვიჩი (შახტარი, სოლიგორსკი), ანტონ ჩიჩკანი (ბატე ბორისოვო), მაქსიმ პლოტნიკოვი (დინამო მინსკი).

მცველები: ალექსანდრე მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), დენის პოლიაკოვი (ურალი, ეკატერინბურგი, რუსეთი), სერგეი პოლიტევიჩი (ყაირატი, ალმატა, ყაზახეთი), სერგეი მატვეიჩიკი (შახტარი, სოლიგორსკი), ზახარ ვოლკოვი (ბატე, ბორისოვი), ალექსანდრე პავლოვეცკი (დინამო ბრესტი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისიუ, ტალდიყორგანი, ყაზახეთი), მაქსიმ შვეცოვი (დინამო მინსკი), ნიკოლაი ზოლოტოვი (ვიტებსკი).

ნახევარმცველები: სტანისლავ დრგუნი, იგორ სტასევიჩი, დიმიტრი ბაგა, ევგენი იაბლონსკი (ყველა – ბატე, ბორისოვი), პაველ ნეხაიჩიკი, პაველ სავიცკი (ყველა – დინამო ბრესტი), სერგეი ბალანოვიჩი, იური კოვალევი, მაქს ებონგი (ყველა – შახტარი, სოლიგორსკი), ივან მაევსკი (ასტანა, ყაზახეთი), კირილ პეჩენინი (ვიტებსკი), ვლადისლავ კლიმოვიჩი (ტორპედო-ბელაზი), ივან ბახარი (მინსკი).

თავდამსხმელები: ნიკოლაი სიგნევიჩი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დენის ლაპტევი (დინამო ბრესტი), მაქსიმ სკავიში (ბატე, ბორისოვი), ვიტალი ლისაკოვიჩი (ვარაჟდინი, ხორვატია). მერაბ მამულაშვილი