მეტოქეები | შოტლანდიის ნაკრებმა გლაზგოში ესპანეთი დაამარცხა #1TVSPORT
მეტოქეები | შოტლანდიის ნაკრებმა გლაზგოში ესპანეთი დაამარცხა #1TVSPORT

ევრო 2024-ის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეების – შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება გლაზგოში ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

სკოტ მაკტომინიმ ორჯერ გაიტანა კვიპროსთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში – „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ამჯერადაც დუბლი შეასრულა.

მაკტომინიმ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა და მასპინძლები დააწინაურა.მეორე ტაიმში შოტლანდიას უპირატესობის ორამდე გასაზრდელად დიდი დრო არ დასჭირვებია – 51-ე წუთზე სტუმართა კარის აღება ისევ მაკტომინიმ მოახერხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, ორი ტურის შემდეგ, შესარჩევ ჯგუფს ასპროცენტიანი შედეგით (6 ქულა) შოტლანდია ლიდერობს, ესპანეთი (3 ქულა) მეორე ადგილზეა, ხოლო ნორვეგია და საქართველო მესამე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებენ.