მეტოქეები | ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

00:48, 15.10.2025

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩი ჩაატარეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეებმა – ესპანეთმა ბულგარეთს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

ესპანელთაგან დუბლი შეასრულა მიკელ მერინომ, ერთი გოლი ოიარსაბალის ანგარიშზეა, ერთიც ბულგარელებმა საკუთარ კარში გაიტანეს (ჩერნევი).

ოთხი ტურის შემდეგ ესპანეთის ნაკრებმა 12 ქულა მოაგროვა და  მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში თითქმის გაინაღდა.

მომდევნო ტურში ესპანეთის ნაკრები თბილისში საქართველოს ნაკრებს ეთამაშება, ბულგარეთი კი სტუმრად თურქეთს შეხვდება.

მსგავსი