მეტოქეები ერთა ლიგაში | უკრაინის ნაკრებმა ბუდაპეშტში უნგრეთი დაამარცხა #1TVSPORT

01:43, 26.09.2026

ერთა ლიგის B2 ჯგუფში, საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინის ნაკრებმა ბუდაპეშტში უნგრეთს ნაკრებს შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

არაერთი პრობლემის მიუხედავად, რაც წამყვანი მოთამაშეების ტრავმებსა და შეკრებაზე გამოუცხადებლობას უკავშირდება, უკრაინის ნაკრებმა ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გამართული თამაში აჩვენა და სიკანის გოლთ გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს წუთებზე მსაჯმა უკრაინელების თავდამსხმელი ნაზარენკო გააძევა, რომელიც 28 სექტემბერს თბილისურ დაპირისპირებას გამოტოვებს.

ერთა ლიგის B2 ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა ლიდერობენ, საქართველო და უნგრეთი კი უქულოდ არიან.

28 სექტემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია – უნგრეთს.

ერთა ლიგა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    ჩრდილოეთ ირლანდია ჩრდილოეთ ირლანდია
    1
    1
    0
    0
    1
    3
  • 2
    უკრაინა უკრაინა
    1
    1
    0
    0
    1
    3
  • 3
    საქართველო საქართველო
    1
    0
    0
    1
    -1
    0
  • 4
    უნგრეთი უნგრეთი
    1
    0
    0
    1
    -1
    0

მსგავსი