მეტოქე | თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ამხანაგური მატჩებისთვის ამზადებს #1TVSPORT

00:47, 15.11.2022

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქე, კვიპროსის ნაკრები, მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ლარნაკაში შეკრიბა და მოახლოებული ამხანაგური თამაშებისთვის მომზადება დაიწყო.

კვიპროსელები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ – ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, ქეცბაიას გუნდი „აეკ არენაზე“ ბულგარეთს უმასპინძლებს, ხოლო კვირას, 20 ნოემბერს, ისრაელს სტუმრად დაუპირისპირდება.

ამ ორი ამხანაგური მატჩისთვის კვიპროსის ნაკრების ქართველმა დამრიგებელმა ოცდახუთი მოთამაშე გამოიძახა, მათ შორის, მხოლოდ ოთხი ლეგიონერია – სტელიოს ანდრეუ („შარლერუა“, ბელგია), კონსტანტინოს ლაიფისი („სტანდარდი“, ბელგია), ალექს გოგიჩი („სენტ მირენი“, შოტლანდია) და გრიგორის კასტანოსი („სალერნიტანა“, იტალია).

მსგავსი