მეტოქე | არტემ მილევსკი - ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, საქართველოს ნაკრებს კვარაცხელია ჰყავს #1TVSPORT
მეტოქე | არტემ მილევსკი - ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, საქართველოს ნაკრებს კვარაცხელია ჰყავს #1TVSPORT

უკრაინის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა, არტემ მილევსკიმსპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში ერთა ლიგის B დივიზიონში უკრაინელთა შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანდრეა მალდერას გუნდს საქართველოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უნგრეთთან გარანტირებული არაფერი აქვს.

„ეს ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი ჯგუფია. ქართველებს ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ყველა კარგად იცნობს, უნგრეთიც ძლიერი ნაკრებია, იოლი დასამარცხებელი არც ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდია.

გასათვალისწინებელია, რომ თამაშები მჭიდრო გრაფიკით ტარდება და რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია – შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეთ, არც ისაა გამორიცხული, რომ ჯგუფის აუტსაიდერები ვიყოთ“.

უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაში გამოსვლას 25 სექტემბერს უნგრეთთან გასვლითი მატჩით დაიწყებს, ხოლო 28 სექტემბერს თბილისში საქართველოს ესტუმრება.