მეთიუსი „ლეიკერსის“ კალათბურთელია
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დენი გრინსა და ევერი ბრედლის დაემშვიდობა.
სამაგიეროდ, გუნდი მონტრეზლ ჰარელითა და დენის შროდერით გაძლიერდა. როგორც ცნობილი ხდება, ლოს-ანჯელესურ გუნდში კიდევ ერთი საინტერესო ცვლილებაა. მომდევნო სეზონიდან „ლეიკერსში“ ვესლი მეთიუსიც იასპარეზებს. 34 წლის ფორვარდმა მოქმედ ჩემპიონთან ერთწლიანი 3.6 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.
Wes Matthews is signing a one-year, $3.6M deal with the LA Lakers, sources tell @TheAthleticNBA @Stadium. https://t.co/fYHthoXFjE
— Shams Charania (@ShamsCharania) November 20, 2020
ვესლი მეთიუსი გასულ სეზონში ჩატარებულ 67 მატჩში საშუალოდ 7.4 ქულას აგროვებდა. სამქულიანი დისტანციიდან ის 36.4 პროცენტიანი სიზუსტით ისროდა.