მეტე ფრედერიქსენი - აზრს მოკლებულია საუბარი, რომ აშშ-ს სჭირდება გრენლანდიის მიტაცება, მკაცრად მოვუწოდებ აშშ-ს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის, სხვა ქვეყნისა და ხალხის მიმართ
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, შეწყვიტოს მუქარა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების თაობაზᲔ.
„აბსოლუტურად აზრს მოკლებულია საუბარი იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება გრენლანდიის მიტაცება. აშშ-ს არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ერიდან რომელიმეს ანექსირება მოახდინოს“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.
ამასთან, მეტე ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ დანია და, შესაბამისად, გრენლანდია ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება.
„მე მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის, სხვა ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რომლებმაც ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ იყიდებიან“, – აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.