„მეტარეიტინგსი“ რუსულ ფეხბურთში დასაქმებულ ქართველ მენეჯერებზე წერს #1TVSPORT
„მეტარეიტინგსი“ რუსულ ფეხბურთში დასაქმებულ ქართველ მენეჯერებზე წერს #1TVSPORT

Metaratings.ru-მ რუსულ ფეხბურთში არსებულ მანკიერებებზე წერილი გამოქვეყნა და ერთ არასაოცნებო გუნდი შეადგინა, რომლის შინაარსიც სათაურიდანაც ჩანს – „ჩვენ რუსული ფეხბურთის ყველა სიგიჟე ერთ კლუბში შევიკრიბეთ“.

ამ სიაში ქართველი მენეჯერები ახსენა – თემურ ღურწკაია და მამუკა ჯუღელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია ჩაიყვანა.

„რუსული ფეხბურთი ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას მოედნის გარშემო მიმდინარე თამაშებით და არა თავად თამაშით. ახლა სამი მოსკოვური კლუბი ერთდროულად აკეთებს უპრეცედენტო საქმეს. ჩემპიონატი სუსტდება, ევროპულ შეჯიბრებებში ჩვენ მხოლოდ აზერბაიჯანული „კეშლას“ დამარცხება შეგვიძლია. გვსურს ყველა სკანდალი ერთ სიმბოლურ კლუბში მოვათავსოთ და მოვისროლოთ. Metaratings.ru- მ წარმოადგინა ვის შეეძლო ასეთი ოცნების გუნდის შექმნა და ის როგორ გაგვაოცებდა“, – წერია შესავალში.

გამოცემამ მწვრთნელების, მოთამაშეების და პრეზიდენტების გვერდით საფეხბურთო მენეჯერებიც დაასახელა:

„ამ გუნდის აგენტები იქნებოდნენ მარკო ტრაბუჩი, თემურ ღურწკაია, პაველ ანდრეევი, მამუკა ჯუღელი. რუსული ფეხბურთი აგენტების გარეშე წარმოუდგენელია. ტრაბუჩის ყაზახურ-იტალიურ ბაზარზე კარგი კავშირები აქვს – ღურწკაიასთან ერთად, ის იყო მასიმო კარერას საუკეთესო მეგობარი – ადამიანის, რომელმაც 2017 წელს შეუძლებელი გააკეთა და „სპარტაკი“ ჩემპიონობამდე მიიყვანა. ამ გუნდში მამუკა პრობლემას შემადგენლობის რეზერვისტებით გადაჭრიდა: თვეში სულ რაღაც 1,5 მილიონი რუბლით შეგვხდებოდა ჯანო ანანიძე, ხოლო კვირკველია, დავითაშვილი, მიქელთაძე და ყიფიანი ორკარას თამაშისას დაკომპლექტების პრობლემას მოაგვარებნენ“.

წერილში ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივთან“ წაგებაც ახსენეს:

„თბილისის „ლოკომოტივთანაცვაწაგებთ. ლიმიტის წყალობით ჩვენი ჩემპიონატი ასეთ დონეზეა. ახლა ყველამ ისწავლა თამაში და ევროტურნირებზე სუსტი მეტოქეები არ არიან. ბოლოს და ბოლოს, ეს ფეხბურთია – ვინც უფრო მეტ გოლს გაიტანს, ის იგებს. ჩვენ არ ვაცნობიერებდით ჩვენს შანსებს. გავაანალიზებთ შეცდომებს, გამოვიტანთ დასკვნებს, მაგრამ ახლა, ევროპული შეჯიბრიდან გასვლის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ჩემპიონატზე კონცენტრირება, რათა ევროსაგზურისთვის ვიბრძოლოთ“.