„მეტალისტიდან“ „დილაში“ - გორში კვირკველიას თანაგუნდელი ითამაშებს #1TVSPORT
„მეტალისტიდან“ „დილაში“ - გორში კვირკველიას თანაგუნდელი ითამაშებს #1TVSPORT

გორის „დილაში“ კიდევ ერთი ლეგიონერი ჩაირიცხა – საქართველოს ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი გუნდი უკრაინელი მეკარით გაძლიერდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„25 წლის უკრაინელი მეკარე დანილო კანევცევი კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. ფეხბურთელი უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მისი სიმაღლე 187 სანტიმეტრია“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

დანილო კანევცევს მთელი კარიერა უკრაინაში აქვს გატარებული. მისი პირველი კლუბი ხარკოვის „მეტალისტი“ იყო, შემდეგ კარიერა ჯერ ოდესის „ჩერნომორეცში“ გააგრძელა, შემდეგ კი – პოლტავასვორსკლაში“.

გორის „დილაში“ გადასვლამდე დანილო კანევცევი კვლავ მშობლიურ კლუბს, ხარკოვის „მეტალისტს“ დაუბრუნდა, სადაც საბა კვირკველია თამაშობდა და უკრაინის პრემიერლიგაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებამდე იქ თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ დანილო კანევცევი იყო უკრაინის 17 და 21-წლამდე ნაკრებების წევრი. პირველში 1 მატჩი ჩაატარა, ხოლო მეორეში – 4 მატჩი.