მესუთ ოზილს „არსენალის“ დატოვება სურს
მესუთ ოზილს „არსენალის“ დატოვება სურს

„არსენალის“ გერმანელ ნახევარმცველს მესუთ ოზილს ლონდონური „არსენალის“ დატოვება სურს – იტყობინება „სანი“ (The Sun).

31 წლის ფეხბურთელმა თავის მეგობრებს განუცხადა, რომ ლონდონურ კლუბს 2021 წელს, კონტრაქტის ამოწურვისთანავე დატოვებს. ოზილი კარიერის გასაგრძელებლად მხოლოდ თურქეთის და აშშ-ს ვარიანტებს განიხილავს. მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება 2021 წლის იანვარში შეეძლება.

2019/2020 წლების სეზონში გერმანელმა ნახევარმცველმა 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.