მესუთ იოზილს მუნდიალის გამოტოვება ემუქრება
მესუთ იოზილს მუნდიალის გამოტოვება ემუქრება

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მესუთ იოზილი ზურგის ტრავმის გამო პრემიერლიგის დარჩენილ მატჩებში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ Sky Sports-ი წერს.

ამასთან, ფრანგი სპეციალისტი დარწმუნებული არ არის, იქნება თუ არა გერმანელი ფეხბურთელი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე.

„ვფიქრობ, სეზონი იოზილისთვის დასრულებულია. ისევ გაჩნდა ზურგთან დაკავშირებული პრობლემები. არ ვიცი, ეს ტრავმა შეუშლის თუ არა მას ხელს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშში“, – წერს Sky Sports-ი.