მესუთ იოზილს ლონდონში დანით შეიარაღებულები თავს დაესხნენ (ვიდეო)
მესუთ იოზილს ლონდონში დანით შეიარაღებულები თავს დაესხნენ (ვიდეო)

„არსენალის“ შემტევ ნახევარმცველ მესუთ იოზილს ლონდონში ორი მამაკაცი თავს დაესხა, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“.

დანებით შეიარაღებულები სკუტერებით მიადგნენ იოზილის ავტომობილს და ფეხბურთელს დაემუქრნენ. გერმანელთან ერთად, იმ მომენტში მანქანაში „არსენალის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, სიდ კოლაშინაცი იმყოფებოდა.

ის ავტომობილიდან გადმოხტა და შიშველი ხელებით მიეჭრა თავდამსხმელებს. იოზილი კი ამ დროს იქვე მდებარე თურქულ რესტორანში დაიმალა, თან მანქანის კარი ღია დატოვა. ხმაურზე რესტორნის პერსონალი ქუჩაში გავიდა და თავდამსხმელებიც მიიმალნენ.

„იოზილი ძალიან შეშინებული ჩანდა. თავდამსხმელებს ჩაფხუტები არ მოუხსნიათ, მათ შავი ტანსაცმელი ეცვათ და მასისგან გამოირჩეოდნენ. ვინ იცის, რა მოხდებოდა, მათ რომ იოზილამდე მიეღწიათ. მომეჩვენა, რომ თავდამსხმელებს ფეხბურთელის ნაწილებად გაგლეჯვა უნდოდათ“, – თქვა ერთ-ერთმა მოწმემ.